თეგებით ძიება

"თავისუფლება მიშას!" - ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

"თავისუფლება მიშას!" - საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა.

manifest.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მთლიანობაში საჭიროა 9998 ხელმოწერა.

"არ აქვს მნიშვნელობა მოგწონთ თუ არა მიხეილ სააკაშვილი. აქ მთავარია კითხვა, რომელზე პასუხი ყველას გვაქვს და ეს კითხვა ასეთია: გვაქვს თუ არა საქართველოში დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, არის თუ არა რიგითი მოსამართლე თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან და შეგვიძლია თუ არა ვანდოთ ივანიშვილის სახელისუფლებო გუნდს საქართველოს მესამე პრეზიდენტის გასამართლება", - აღნიშნულია მანიფესტის ავტორების ტექსტში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა