თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეებმა ცხვარი დაუკლეს და საკვები პროდუქტები მიუტანეს

რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სოფელ მუღანლოს მცხოვრებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს და საპყრობილესთან საკვები მიუტანეს.

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, სოფელ მუღანლოს მკვიდრებმა ყოფილ პრეზიდენტს დაკლული ცხვარი, ნაზუქები, ნამცხვრები და ხილის წვენი მიართვეს.

მაჰამად ეიბოვმა "რადიო თავისუფლებასთან" საუბარში განაცხადა, რომ "მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სჭირდება, ამიტომ ვთხოვთ შეწყვიტოს შიმშილობა".

ეიბოვის თქმით, ცხვარი და ნაზუქები სწორედ მიხეილ სააკაშვილსითვის მიიტანეს ციხესთან.

"რასაც აქ ხედავთ, ეს ყველაფერი მთელი სოფლის სახელით შეგროვდა", - თქვა მაჰამად ეიბოვმა.

მუღანლოელბმა მიხეილ სააკაშვილისთვის განკუთვნილი ძღვენი დაუტოვეს ბათუმელ ტარიელ მეკეიძეს, რომელიც რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მეხუთე დღეა იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა