თეგებით ძიება

"გადაადგილება და საუბარი უჭირს" - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდა, შესაძლოა, საავადმყოფოში მოათავსონ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ამის შესახებ ინფორმაცია ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.

მედიკოსის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს გადაადგილება და ლაპარაკი უჭირს.

მისივე თქმით, სააკაშვილმა წვენის და თაფლის მიღებაც შეწყვიტა და მხოლოდ წყალზეა.

ექიმმა უახლოეს პერიოდში მისი საავადმყოფოში გადაყვანაც არ გამორიცხა.

შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტი მე-10 დღეა შიმშილობს, მას შემდეგ, რაც ის პირველ ოქტომბერს სამართალდამცველებმა დააკავეს. სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა