თეგებით ძიება

"მუშები აბსოლუტურად უარყოფენ ფაქტს, რომ შეხება ჰქონდათ საყრდენ კედლებთან" - ადვოკატი

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატი მზია დიასამიძე კომენტარს აკეთებს.

„თუ არ იარსებებს ექსპერტიზისა, ასევე შესაბამისი ორგანოების დასკვნა, თუ რამ გამოიწვია ამ კორპუსის ნგრევა, მანამდე ამ პიროვნებების დაკავება უკანონოდ მიმაჩნია.

რაც შეეხება თავად ბრალდებულების პოზიციას, აბსოლუტურად უარყოფენ ფაქტს, რომ შეხება ჰქონდათ საყრდენ კედლებთან, რომლებსაც, სავარაუდოდ, შეეძლოთ ნგრევის გამოწვევა და კორპუსის მთლიანად ჩამოშლა და მხოლოდ და მხოლოდ იმ სამუშაოებს ასრულებდნენ, რასაც მიუთითებდა დამკვეთი“, - აღნიშნა მზია დიასამიძემ.

ინფორმაციისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 9 ადამიანი, მათ შორის 3 არასრულწლოვანი ემსხვერპლა. ერთი დაშავებული კი საავადმყოფოში მკურნალობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა