თეგებით ძიება

ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 37 წლის ზვიად თავდგირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

კლინიკა „მედცენტრის“ დირექტორის, მედეა ქაჯაიას თქმით, პაციენტი ინტენსიურ განყოფილებაში დარჩება.

„პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ისევ ინტენსიურ განყოფილებაში რჩება, ალბათ, რამდენიმე დღის განმავლობაში გავაჩერებთ იქ. ბევრი მაჩვენებელი ნორმაშია, მაგრამ მდგომარეობა საყურადღებოა“, – განაცხადა ქაჯაიამ.

37 წლის ზვიად თავდგირიძე გუშინ ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა