თეგებით ძიება

"ჩვენი, როგორც ოჯახის პრიორიტეტია, რომ ვიხილოთ მიშა ჯანმრთელი" - სააკაშვილის სანახავად ოჯახის წევრები მივიდნენ

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სანახავად რუსთავის ციხეში მისი შვილები, ედუარდ და ნიკოლოზ სააკაშვილები და დედა გიული ალასანია მივიდნენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოგვეცა ამის საშუალება მე-10 დღეს, ძალიან დიდი ხანი ველოდებოდით ამას. ჩვენი, როგორც ოჯახის პრიორიტეტია, რომ ვიხილოთ მიშა ჯანმრთელი, თავისუფალი და მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ამ მიზანს იზიარებს“, - აღნიშნა ედუარდ სააკაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა