თეგებით ძიება

"სააკაშვილი აღშფოთებულია, რომ მის ჯანმრთელობაზე ცნობები შეუთანხმებლად ვრცელდება" – გვარამია

საქართველოს მესამე პრეზდიენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების თქმით, სააკაშვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მასთან შეუთანხმებლად გასაჯაროვების გამო აღშფოთებულია.

“არ ღირს უტრირება ამ საკითხების, საზოგადოება იზაფრება გარეთ და სააკაშვილს პროტესტი აქვს შიგნით, იმიტომ რომ გუშინ მან უსმინა ყველაფერს რაც ჩვენი არხის ეთერში გადიოდა და სხვა არხების ეთერშიც გადიოდა და იგი ძალიან აღშფოთებულია იმით, რომ მისი პირადი ჯანმრთელობის მონაცემები ქვეყნდება მისი თანხმობის გარეშე, რაც წარმოადგენს მისი უფლებების ძალიან მძიმე დარღვევას” – ამბობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია.

გარდა ამისა, ექსპრეზიდენტის ადვოკატის გიორგი გელხაურის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მისი საციცოცხლო მონაცემების გამოქვეყნების შემთხვევაში, პენიტენციურ სამსახურს შემოწმებაზე უარს განუცხადებს.

მიხეილ სააკაშვილი მე-11 დღეა შიმშილობს. გუშინ მისმა ექიმმა თქვა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა