თეგებით ძიება

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე გადაეცეთ ახალი ბინები და ფულადი კომპენსაცია დაზარალებულებს" - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბათუმში, კორპუსის ნგრევის შედეგად დაზარალებული ოჯახები ბინებს და ფულად კომპენსაციებს მიიღებენ.

"რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო იმ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს ოჯახის წევრები და მართლა დიდი ტრაგედიაა ეს ჩვენთვის.

აქვე მინდა ვთქვა, რომ აჭარის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა და ჩვენც, ცენტრალური ხელისუფლება გვერდში დავუდგებით, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე გადაეცეთ ახალი ბინები ამ ოჯახებს, ასევე მიიღონ ფულადი კომპენსაცია, რომ შესაბამისი პირობები მოაწყონ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, იგეგმება რეგულაციების გამკაცრება სამუშაოების ნებართვის გაცემაზე.

"ჩვენ ვგეგმავთ, რომ გავაკმაცროთ რეგულაციები, პროცედურები და პირობები ნებართვის გაცემის, უნდა გაკონტროლდეს მკაცრად, რომ ასეთი შეცდომა მეორედ აღარ იყოს დაშვებული.

მოგეხსენებათ, რომ პოლიციამ უკვე დააკავა სამი პირი, რომელიც იკვეთება ამ დანაშაულში, ამ ტრაგედიაში. დავარქვათ ამას გულგრილობა თუ გაუგრთხილებლობა... ამას გამოძიება გასცემს პასუხს, მაგრამ ჩვენ, მთავრობა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ოჯახებს გვერდით დავუდგეთ" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც ბათუმში გარდაცვლილების ხსოვნას მთავრობის სხვა წევრებთან ერთად პატივი მიაგო.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა