თეგებით ძიება

"ჩვენ ვგეგმავთ, რომ გავაკმაცროთ რეგულაციები, პროცედურები და პირობები ნებართვის გაცემის" - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იგეგმება რეგულაციების გამკაცრება, იმისთვის, რომ ასეთი შეცდომა აღარ მოხდეს.

"ჩვენ ვგეგმავთ, რომ გავაკმაცროთ რეგულაციები, პროცედურები და პირობები ნებართვის გაცემის, უნდა გაკონტროლდეს მკაცრად, რომ ასეთი შეცდომა მეორედ აღარ იყოს დაშვებული.

მოგეხსენებათ, რომ პოლიციამ უკვე დააკავა სამი პირი, რომელიც იკვეთება ამ დანაშაულში, ამ ტრაგედიაში. დავარქვათ ამას გულგრილობა თუ გაუგრთხილებლობა... ამას გამოძიება გასცემს პასუხს, მაგრამ ჩვენ, მთავრობა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ოჯახებს გვერდით დავუდგეთ" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 9 ადამიანი, მათ შორის 3 არასრულწლოვანი ემსხვერპლა. ერთი დაშავებული კი საავადმყოფოში მკურნალობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა