თეგებით ძიება

"რა განსხვავებაა რომელიმე ტერორისტს მანიაკს, ან იმ ადამიანს შორის, ვინც შენობას ძირს გამოუთხრის და ადამიანებს ჩამოკიდებს სიკვდილის ტოტზე? " - გიორგი გასვიანი

ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"ბედი, ბედიო... არავითარი ბედი.. არაფერი არსად არ არის დაწერილი... ბედს ქმნის ადამიანი... როდესაც ასეთი დიდი ტრაგედიის დატრიელება ხდება კონკრეტული ადამიანების თავხედობის და უსინდისობის გამო.. როცა ისინი უქმნიან ბედს ირგვლივ ყველას, დიდს, პატარას... რა განსხვავებაა რომელიმე ტერორისტს მანიაკს, ან იმ ადამიანს შორის, ვინც შენობას ძირს გამოუთხრის და ადამიანებს ჩამოკიდებს სიკვდილის ტოტზე?

ერთ-ერთი ასეთი კედლების დათლეხების მომსწრე გავხდი... ავტეხე ერთი ამბავი... ზედამხედველობაც გამოვიძახეთ, მუქარებიც მივიღე, მაგრამ მაინც არ ეშველა საქმეს! დღემდე პასუხი არავინ გაგვცა დათხელებულია თუ არა ძეგლთა დაცვაში შესული შენობის მზიდი კედლები? მოვიძიებ ამ დღეებში ამბავს! იმასაც გავიგებ ჩააწყვეს თუ არა და შემდეგ "ქვას ქვაზე არ დავტოვებ" , - წერს ტელეწამყვანი.

ინფორმაციისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 9 ადამიანი, მათ შორის 3 არასრულწლოვანი ემსხვერპლა. ერთი დაშავებული კი საავადმყოფოში მკურნალობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა