თეგებით ძიება

„რამდენიმე კადრი არის რაც არ დამავიწყდება" - დავით კაკულია(ვიდეო)

ჟურნალისტი დავით კაკულია „სხვა შუადღის“ ეთერში ბათუმის ტრაგედიის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ზოგიერთი კადრი არასდროს დაავიყდება.

„რამდენიმე კადრი არის რაც არ დამავიწყდება, ერთი კადრი ეს არის - მაშველმა ასწია ხელი და ტრაქტორი გააჩერა, რაც ნიშნავდა იმას, რომ შეეწყვიტა ტრაქტორს მუშაობა, რადგან რაღაც საეჭვო დაინახა. სამწუხაროდ მოხუცი ქალბატონი გარდაცვლილი ამოიყვანეს, მაგრამ ტრაქტორს შეიძლებოდა ის დაეზიანებინა. და მეორე კადრი ეს არის კომპოტის ქილები, რომელიც არ იყო გატეხილი და ყველას იმედი გვქონდა, რომ სადაც ქილები გადარჩა 12 წლის ბავშვიც გადარჩებოდა და მესამე ეს არის მეზობლები აივანზე“ - ამბობს დავით კაკულია.



ინფორმაციისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 9 ადამიანი, მათ შორის 3 არასრულწლოვანი ემსხვერპლა. ერთი დაშავებული კი საავადმყოფოში მკურნალობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა