თეგებით ძიება

კახეთში 7 სკოლა და 39 ბაღი დაიკეტა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, შვიდი საჯარო სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა და 39 საბავშვო ბაღი დაიკეტა.

„რეგიონში დადებითობის მაჩვენებლების ზრდიდან გამომდინარე, 39 საბავშვო ბაღი და ხუთი ჯგუფი დაიკეტა. ასევე ეპიდსიტუაციის გართულების გამო რეგიონში ჯამში დაიკეტა და სწავლების ონლაინრეჟიმზე გადავიდა შვიდი საჯარო სკოლა. გარდა ამისა, სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებიდან 75 კლასი გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე“, – განაცხადა ხიზანიშვილმა.

როგორც ნელი ხიზანიშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე თელავის არც ერთი სკოლა არ გადადის სრულად ონლაინსწავლებაზე, არამედ მიეცათ დამატებითი რეკომენდაციები, რომელიც უნდა გაითვალისწინონ.

რაც შეეხება რეგიონში აცრების მაჩვენებელს, ხიზანიშვილის თქმით, აცრების დღიური რაოდენობა კატასტროფულად არის შემცირებული.

ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა