თეგებით ძიება

„პაციენტი არის გონზე, კონტაქტურია, ასრულებს ყველა დავალებებს" - ექიმი ბათუმში, ნანგრევებში მოყოლილ კაცზე

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი მედეა ქაჯაია ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ნგრევის დრო ნანგრევებში მოყოლილი ახალგაზრდა კაცის ზვიად თავდგირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის საუბრობს.

„პაციენტი არის გონზე, კონტაქტურია, ასრულებს ყველა დავალებებს. დღეს გაუჩნდა სურვილები საკვებთან დაკავშირებით, უკეთეს ხასიათზეა. დღეისთვის ანალიზებშიც გვაქვს სიმშვიდე“, - აღნიშნა ექიმმა „რუსთავი 2“ -თან საუბარში და დასძინა, რომ პაციენტთან სისტემატურად მუშაობენ ქირურგები და ნევროლოგები.
ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - დასძინა ექიმმა.


ინფორმაციისთვის, 8 ოქტომბერს, დაახლოებით დღის 12:00 საათზე ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა