თეგებით ძიება

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ. გარდაცვლილები ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში არიან გადასვენებული, სადაც გუშინ მთელი დღის განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ტრაგედიას 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის სამი ბავშვია. კიდევ ერთი დაშავებული ამ დრომდე კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

საქმეზე 3 პირია დაკავებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა