თეგებით ძიება

"ეშინიათ, რომ მე-2 ტურის წინ სააკაშვილის სასამართლოზე გამოსვლა "ოცნების" მარცხს განაპირობებს - ადვოკატი

რუსთავის 12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მსჯვარდებული პრეზიდენტის ადვოკატები მივიდნენ.

სააკაშვილის უფლებადამცველები მოითხოვენ დაინიშნოს მე-3 პრეზიდენტის სასამართლო პროცესები.

"გუშინ ჩავიბარეთ პროკურატურის დადგენილება ზარის უფლების შეზღუდვაზე. ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშეა მოცემული, რომ შესაძლოა ციხიდან მიშამ მოწმეებს დაურეკოსო. 8 წლია ამ ადამიანზე დევნა მიმდინარეობს, უმაღლეს თანამდებობებზე იყო უკრაინაში და მაშინ დაურეკავდა, ვინმესთან დარეკვა რომ სდომებოდა.

რაც შეეხება სასამართლო პროცესებს, ჩანიშნონ ამ ოჯახაშენებულებმა. ადამიანს ამდენი წელი ეძებდნენ, გულზე მჯიღს იცემდნენ, სასამართლოს წინაშე წარვადგენთო, ჩამოსულია, აქ არის და წარადგინონ სასამართლოს წინაშე, მაგრამ მათ ეშინიათ. ეშინიათ იმისი, რომ მე-2 ტურების წინ სააკაშვილის სასამართლოზე გამოსვლა უპირობოდ განმაპირობებელი იქნება "ქართული ოცნების" მარცხისა,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა