თეგებით ძიება

"ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა, დაიხურება თუ არა სკოლები საქართველოში" - თამარ გაბუნიას განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სკოლების 2,2 პროცენტია ონლაინრეჟიმზე გადასული კორონავირუსის შემთხვევების გამო. გაბუნიას განმარტბით, შემთხვევების ზრდას ხელს უწყობს მცირე იმუნური ფენა, რაც დაბალი ვაქცინაციით არის განპირობებული.

„ბოლო რამდენიმე დღეა 2500-3000-მდე მერყეობს ინფიცირებულთა მაჩვენებელი. ბუნებრივია, ამას ხელს უწყობს მობილობა, აცრების შედარებით დაბალი მაჩვენებელი, რადგან არ არის საკმარისი ის იმუნური ფენა, რომელიც ჩვენ დღეს ჩამოგვიყალიბდა, რომ ინფექციის გავრცელებას ხელი შეუშალოს. ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ სკოლების აქტივობა არ შეფერხდეს. სკოლების პროტოკოლი გაწერილია და ყველამ იცის, როგორ უნდა მოიქცეს იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ინფიცირება. მაქსიმალური ყურადღებით გამოვლინდება და იმართება ის შემთხვევები, რაც შეიძლება სასკოლო გარემოში გვქონდეს, რომ სასწავლო პროცესს ხელი არ შეეშალოს. ეს ჩვენთვის პრიორიტეტია. ახლა ჩვენთვის მთავარია ამ მერყეობის აქტიური მართვა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა