თეგებით ძიება

"მიუხედავად იმისა, რომ გისოსებს მიღმაა, ის ბედნიერია, რომ იმყოფება თავის ქვეყანაში" - დავით კირკიტაძე

მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი დავით კირკიტაძემ ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს.

"მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს ადამიანის, რომელიც შიმშილობს დიდი ხნის განმავლობაში, თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მორალურად ის არის ძალიან მხნედ. ახლა იმაზე კი არ უნდა ვსაუბრობდეთ, მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთ თუ არა, უნდა ვსაუბრობდეთ, რომ მესამე პრეზიდენტი იყოს გარეთ და როგორც ეს მას სჩვეოდა, აკეთებდეს ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს ქვეყანა და ჩვენი ხალხი იყოს უკეთესად. მიუხედავად იმისა, რომ ის გისოსებს მიღმა იმყოფება, ის ბედნიერია, რომ იმყოფება თავის ქვეყანაში,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით კირკიტაძე.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა