თეგებით ძიება

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„14 ოქტომბერს, ხუთშაბათს, სვეტიცხობლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაიწყება 10:00 საათზე.

წელს ტრანსპორტით გადაადგილებისთვის საშვები საჭირო არ იქნება.

უფასო ავტობუსები მცხეთის მიმართულებით გავა საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან დილის 08:00 საათიდან.

ყველას ვთხოვთ, იქონიონ პირბადე და დაიცვან დისტანცია“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა