თეგებით ძიება

"საყრდენი კედლები და იატაკი გამოიღეს კომერციული ფართის გამო" - ბათუმში მორგ შენობას ანგრევენ

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, შენობის საყრდენი კონსტრუქცია გამოანგრიეს ბინის კომერციულ ფართად გადაკეთების მიზნით. ინფორმაციას და შესაბამის ვიდეოკადრებს "ტვ პირველის" ავრცელებს, სადაც გამონგრეული ბეტონის კონსტრუქცია. ე.წ. სინკარი.

ადგილზე ამ წუთებში მერიის ზედამხედვებლობის სამსახურია მობილიზებული, თუმცა უწყების წარმომადგენლები ადგილზე მხოლოდ მას შემდეგ მივიდნენ, რაც ადგილზე მუშაობა ტვ პირველის რეპორტიორებმა დაიწყეს.

ბინის მეპატრონე ირწმუნება, რომ სარემონტო სამუშაოების ნებართვა აქვს.

"გვიშველეთ! ზუსტად იგივე გააკეთეს, საყრდენი კედლები და იატაკი გამოიღეს კომერციული ფართის გამო. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის 9 ნომერში, იქნებ გაავრცელოთ ეს ვიდეო და გააშუქოთ, ანონონიმურობით"მ, - წერენ ტელეკომპანიას შეტყობინებაში.

8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია. გარდაცვლილთაგან 4 ერთი ოჯახის წევრია - დედა, მისი 2 მცირეწლოვანი შვილი და ბავშვების ბიძა. შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში 3 ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი არის პირი, რომლის ბინაშიც მიმდინარეობდა რემონტი, დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული ხელოსანია. წინასწარი ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევა, სწორედ ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა