თეგებით ძიება

"მომავლის ბიჭი ნიკო აქ და ნიკო იქ " - ნიკო კვარაცხელიას რა ფოტოს აქვეყნებს ნინო ზამბახიძე?

ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი, ნინო ზამბახიძე თბილისში მოკლული პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს:

"ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი Forbes Cover! ისტორია კი ასეთი: გიორგი ისაკაძე მწერს რომ უნდა ნიკოს მაღალი ხარისხის სურათი ფორბსის შიდა ყდისთვის, დავიწყეთ ნიკოს სურათის ძებნა, ყველაზე უფრო ეს ასახავდა ნიკოს მაგრამ რეზოლუცია არ იყო მაღალი რადგან ტელეფონით იყო გადაღებული, ვიფიქრეთ რომ სურათი გადაგვეხატა მერე ვთქვით რომ გაციფროვნება იქნებოდა ყველაზე კარგი გადაწყვეტილება, ვიპოვეთ უმაგრესი ბიჭი ზურა მჭედლიშვილი ზურა რომელმაც 3 ღამეში დაგვიბრუნა ერთი ერთში ნიკო. ასეთი Cover იქნება ამ თვის Forbes გამოცემაში.
მომავლის ბიჭი ნიკო აქ და ნიკო იქ ", - წერს ზამბახიძე ფეისბუქზე.


შეგახსენებთ, რომ თბილისში 15 სექტემბერს "კრიმინალური ავტორიტეტის" გია კვარაცხელიას შვილი, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია ჩაცხრილეს. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ბრალდებით,სამართალდამცველებმა გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე დააკავეს.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა