თეგებით ძიება

ბათუმის ტრაგედიისას დაზარალებულ გია შომახიას ოჯახს ბინა გადასცეს

გია შომახიას, რომელმაც 8 ოქტომბერს ბათუმში 7-სართულიანი კორპუსის ჩამონგრევისას, ოჯახის 2 წევრი დაკარგა, ბინა შეუძინეს.

"ცხადია, ამ ტრაგედიით გამოწვეული შედეგების შემსუბუქება შეუძლებელია, თუმცა, ვეცადეთ მცირედით გამოგვეხატა ბიზნეს სექტორის ხალხში გვერდში დგომა... ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ასეთ დროს ბიზნესი მათ გვერდით დგას" – აცხადებენ კომპანიების წარმომადგენლები.

8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია. გარდაცვლილთაგან 4 ერთი ოჯახის წევრია - დედა, მისი 2 მცირეწლოვანი შვილი და ბავშვების ბიძა. შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში 3 ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი არის პირი, რომლის ბინაშიც მიმდინარეობდა რემონტი, დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული ხელოსანია. წინასწარი ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევა, სწორედ ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა