თეგებით ძიება

"ვაწერ ხელს ცვლილებებს, რადგან ისტორია არ უნდა მეორდებოდეს!" - დედა სიდონიამ პეტიციას ხელი მოაწერა

"ისტორია არ უნდა მეორდებოდეს!" - საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი დედა სიდონიამ მოაწერა.

"ვაწერ ხელს ცვლილებებს, რადგან ისტორია არ უნდა მეორდებოდეს!
არ შეიძლება დაუსრულებლად წინა ხელისუფლების შეცდომებზე ვსაუბრობდეთ!
წავიდნენ ისინი, და სხვა რეალობასა და პრობლემებში ვართ დღეს!
წინ უნდა ვიყუროთ, წინ!", - წერს დედა სიდონია ფეისბუქზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღიდან სააკაშვილი შიმშილობს. ექსპრეზიდენტის პირადი ექიმის განმარტებუით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა