თეგებით ძიება

“დაწესებულება სადაც სააკაშვილი ახლა იმყოფება, ევროპულ სატნდარტზე უკეთესია” – კახი კახიშვილი

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრი, კახი კახიშვილი ამბობს, რომ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებაში პირობები ბევრად უკეთესია, ვიდრე ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში.

ამის შესახებ კახი კახიშვილმა „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში, გადაცემაში „დროული კითხვები,“ ისაუბრა.

„საერთოდ ციხეში ვინმეს ჯდომა არავის უხარია, მაგრამ კანონი არის კანონი. რაც შეხება პირობებს, მე მოვისმინე მისი ექიმის შეფასება ბატონი ყიფშიძის, რომელმაც განაცხადა, რომ შსანიშნავი პირობები და შესანიშნავი სამედიცინო მომსახურებაა.

რეალურად მე შემიძლია გითხრათ, რომ დაწესებულება სადაც სააკაშვილი ახლა იმყოფება, არის ევროპულ სატნდარტზე კიდევ უფრო უკეთესი დაწესებულება.

ციხე არ შეიძლება კარგი იყოს, როცა ადამიანს თავისუფლება აქვს შეზღუდული და ადამიანის ქცევას რეჟიმი არეგულირებს, ეს უკვე სხვა მოცემულობაა, მაგრამ ამ მოცემულობაში შემიძლია გითხრათ, რომ დღეს რუსთავის მე12 დაწესებულება შესაძლებელია ბევრად უკეთესი იყოს, ვიდრე ციხეები ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში", - განაცხადა კახიშვილმა.

ცნობისათვის, საქრთველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამრთალდამცავებმა პირველი ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება და დაკავების დღიდან შიმშლობს. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ხვალ თბილისში მასშტაბური აქციის გამართვა იგეგმება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა