თეგებით ძიება

"ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილება პირმა თავად უნდა მიიღოს" - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციაზე გადაწყვეტილება მოქალაქეებმა თვითონ უნდა მიიღონ, თუმცა შესაძლებელია გარკვეული მოთხოვნების დაწესებაც სხვადასხვა ლოკაციაზე.

მისივე თქმით, არჩევანის ფარგლებში შესაძლებელია გარკვეული მოთხოვნების დაწესება.

„ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილება პირმა თავად უნდა მიიღოს. რა თქმა უნდა, არჩევანის ფარგლებში შესაძლებელია გარკვეული მოთხოვნების დაწესება იმაზე, თუ რა იქნება დაშვების პირობა კონკრეტულ ბიზნესგარემოში თუ გასართობ ღონისძიებებზე. ამაზე მიდის მუშაობა, მწვანე საშვის თემა ბევრ ქვეყანაში დაშვებულია, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში აღიარებულია. ამდენად, აქ არჩევანის უფლება აუცილებლად განიხილება – პისიარტესტირება, ვაქცინაციის სტატუსი ან გადატანილი დაავადება, ამ მხრივ მუშაობა მიდის“, – განაცხადა გაბუნიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა