თეგებით ძიება

უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით 17 ოქტომბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში +23, +28 გრადუსის ფარგლებში იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში +22, +27 გრადუსამდე დათბება.

სინოპტიკოსების ცნობით, თბილისშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა +23, +25 გრადუსამდე მოიმატებს.

18 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრამდე კი საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი. ტემპერატურა შედარებით დაიკლებს აღმოსავლეთ საქართველოში და საშუალოდ +19-20 გრადუსი იქნება

დასავლეთ საქართველოში 18-20 ოქტომბერს ჰაერის ტემპერატურა, ნალექის მიუხედავად, შენარჩუნდება და უმეტესად +23-26 გრადუსი იქნება. თუმცა 20 ოქტომბრიდან +19 გრადუსამდე დაეცემა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა