თეგებით ძიება

"არ დამავიწყდება მამა, რომელიც ცრემლების დამალვას ცდილობდა და დედა, რომლის ღიმილის უკან ცრემლები იმალებოდა“ - ანუკი კაპანაძე(ვიდეო)

ანუკი კაპანაძე „IC MODEL Managment“ - ის მოდელია. „რუსთავი 2“ -ის ეთერში მან ცხოვრების რთული ეპიზოდი გაიხსენა და ისაუბრა იმაზე, თუ როგორ დაამარცხა 13 წლის ასაკში სიმსივნე.

„13 წლის ვიყავი, როდესაც დამიდგინეს დიაგნოზი. დილით როდესაც ვიღვიძებდი, მქონდა შეგრძნება, რომ თითქოს მთელი ღამე ვვარჯიშობდი. დედას გაუჩნდა ეჭვები, გაციებული ხომ არ ვიყავი და წამიყვანეს საავადმყოფოში. იმ დღესვე დამტოვეს და მითხრეს, რომ აუცილებლად უნდა გამეკეთებინა ოპერაცია.

არ დამავიწყდება მამა, რომელიც ცრემლების დამალვას ცდილობდა და დედა, რომლის ღიმილის უკან ცრემლები იმალებოდა“ - ამბობს ანუკი კაპანაძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა