თეგებით ძიება

ტომას კენედის სამშობლოში გადასასვენებლად მეგობრები ფულს აგროვებენ

გორში, სასტიკად მოკლული 27 წლის ბრიტანელი მომღერლის, ტომას კენედის იტალიაში გადასასვენებლად მეგობრები თანხას აგროვებენ - ინფორმაციას ტომასის მეგობარი, ოლივია გარეტი ავრცელებს.

,,პარასკევს, 9 ოქტომბერს, ჩვენი ულამაზესი ტომი აღმოაჩინეს მდინარე მტკვარში, საქართველოში. ის სასტიკად და ტრაგიკულად დაიღუპა ხუთი ბოროტი ადამიანის ხელით. ჩვენ აბსოლუტურად განადგურებულნი ვართ, სიტყვები არ მყოფნის, ცხოვრება არასოდეს იქნება ასეთი კარგი - ჩვენი ლამაზი, ნიჭიერი ბიჭის გარეშე.

ტომასის ცხედრის სახლში დაბრუნება Covid19– ის შეზღუდვების გამო, რთულია. ამიტომ შექვმენით GoFundMe გვერდი სახსრების შესაგროვებლად, რათა ტომი რაც შეიძლება მალე მოიყვანონ სახლში. კევინ ბელის რეპატრიაციის ფონდის დახმარებით, ჩვენ მას მივიყვანთ მის საყვარელ სახლში, County Mayo-ში. ჩვენი მიზანია, დავაფინანსოთ ტომის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ხარჯები. ეს მოიცავს, ასევე, ტომის ოჯახის წევრების მგზავრობის ხარჯებს საქართველოში სისხლის სამართლის საქმის გასაცნობად" - წერს ტომასის მეგობარი.

ცნობისთვის, ტომას კენედის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს დღეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა