თეგებით ძიება

"ვიფიქროთ საყოველთაო შერიგებაზე - ეს ერთადერთი გამოსავალია" - მეუფე ნიკოლოზი

ერთმანეთს შენდობა უნდა ვთხოვოთ, რადგან ეს ერთადერთი გამოსავალია - საყოველთაო შერიგების ინიციატივა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა სვეტიცხოვლის ტაძარში დღეს კიდევ ერთხელ გააჟღერა.

"ჩვენ მოვუწოდებთ ყოველთვის ყველას შერიგებისკენ და დღეს არის შესაძლებლობა ქართველი ხალხისთვის, რომ ყველამ ერთმანეთს ვთხოვოთ შენდობა. ჩვენ ეკლესიაში გვაქვს საყოველთაო შენდობის დღე დიდი მარხვის დაწყების წინ, ჩვენ ქრისტიანები მივდივართ და ყველანი, მიუხედავად ყველაფრისა, ერთმანეთს ვთხოვთ შენდობას. თუ ამას გააკეთებს ჩვენი ხალხი დღეს, ჩვენი ქვეყანა ძალიან ძლიერი სწრაფი განვითარების გზას დაადგება"- აცხადებს წმინდა სინოდის წევრი.

რაც შეეხება დედაქალაქში დაგეგმილ აქციას, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, აქციაზე არასდროს ყოფილა და არც არავის მოუწოდებს შეურთდეს ამა თუ იმ დემონსტრაციოას:

"მე აქციაზე არასდროს ვყოფილვარ და არც არავის მოვუწოდებ, უბრალოდ ვამბობ, რომ ჩვენ, ქართველებმა ვიფიქროთ საერთო საყოველთაო შერიგებაზე. ეს შესაძლებელია და ეს არის ერთადერთი გამოსავალი“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა