თეგებით ძიება

"ქართველებს აღარ უყვარს თავის სამშობლო" – რობერტ სტურუა

რუსთაველის თეატრის დასის ხელმძღვანელი, რეჟისორი რობერტ სტურუა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციას გამოეხმაურა.

„ორი რამ არის კატასტროფული ჩვენთან. პირველი – ქართველებს აღარ უყვარს თავის სამშობლო და მეორე – ცოტა ცუდად ვართ მაღალ სართულში და არაადეკვატურები ვართ. ეს მაქსიმალურად გამოიხატება ნაციონალებში. რომ ვუყურებ, არამგონია, რომ ისინი ნორმალურები არიან, მით უმეტეს ბელადი მათი. მე მგონია, რომ ციურიხში არის ასეთი ფსიქიატრიული კლინიკა ზიგმუნდ ფროიდის სახელობის, ზოგჯერ კონსულტაციისთვის უნდა იარონ. ასეთი სიგიჟე მე არ მინახავს არც ერთ ქვეყანაში, შეწუხებული ვარ“, – განაცხადა სტურუამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა