თეგებით ძიება

“ერთადერთი უსაფრთხო ადგილი მისთვის ციხეა” – ვალერი გელაშვილი

ბიზნესმენმა ვალერი გელაშვილმა „ჯორჯიან თაიმსთან“ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ციხეში უნდა იჯდეს, რადგან მან დანაშაული ჩაიდინა.

"სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა და რა თქმა უნდა საპყრობილეში უნდა იყოს. აქამდეც უნდა ყოფილიყო და ეს ამ ხელისუფლების მინუსია, რომ დღემდე ვერ ჩამოიყვანეს და ციხეში არ იჯდა. სააკაშვილისთვის ჯობს ციხეში იჯდეს, ვიდრე გარეთ გამოვიდეს. იმდენი ხალხია მასზე გამწარებული, საქართველოში გარეთ სიარული უსაფრთხო არ იქნება. ერთადერთი უსაფრთხო ადგილი მისთვის ციხეა", - განაცხადა გელაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. მან იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა