თეგებით ძიება

მსახიობი ავთანდილ მიქაძე გარდაიცვალა

მარჯანიშვილის თეატრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცლებს – 76 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ავთანდილ მიქაძე.

„გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული არტისტი, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი და თეატრის პროფესიული კავშირის კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი ავთანდილ მიქაძე. თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდგომ 1970 წლიდან დღემდე იყო ჩვენი თეატრის მსახიობი, სადაც არაერთი დასამახსოვრებელი სახე განასახიერა. წლების მანძილზე აქტიურ მუშაობას ეწეოდა როგორც პროფესიული კომიტეტის თავმჯდომარე, მარჯანიშვილის თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბატონი ავთანდილ მიქაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს“ – წერია განცხადებაში.

ავთანდილ მიქაძე დაიბადა 1945 წლის 2 მარტს, ქალაქ ხონში.

ხონის I საშუალო სკოლის 7 კლასის დამთავრების შემდეგ, 1959 წელს თბილისის მხატვრული თვითმოქმედების კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის თატრალურ განყოფილებაზე შევიდა, რომელიც 1964 წელს დაამთავრა; 1964-1965წწ. ტყიბულის სახალხო თეატრში მუშაობდა; 1970 წელს დაამთავრა შოთა რუსთველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

1970 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: თეზიკო (გ. ჩარკვიანისა და რ. გაბრიაძის “ფეოლა”), ტრუფალდინო (კ. გოლდონის “ორი ბატონის მსახური”), მაცნე (ვაჟა-ფშაველას “ალუდა ქეთელაური”), ანტონი (ა. კორნეიჩუკის “ხსოვნა გულისა”), ავთანდილ ჯაყელი (ნ. დუმბაძის “ნუ გეშინია დედა”), როლანდი (ჯ. ფლეტჩერის “ჭირვეული ქმრის მორჯულება”), როველი (კ. გუცკოვის “ურიელ აკოსტა”), ხახუტა (ნ. ლორთქიფანიძის “ჟამთა სიავე”), კოწია (ივ. ვაკელის “აპრაკუნე ჭიმჭიმელი”), მოწაფე, ბერიკა (ჯ. იოსელიანის “ტაკიმასხარა”, “ეთერიანი”), გოგი “ლ. თაბუკაშვილის “ჭრილობა”), გოგიჩა (ო. მამფორიას “იეთიმ გურჯი”), ზაზა კახნიაური (ლ. გოთუას “გმირთა ვარამი”), ტაჰეი (ჩიკამაცუს “შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე”), ონისიმე (დ. კლდიაშვილის “დარისპანის გასაჭირი”), თედო (მ. ჯავახიშვილის “ჯაყოს ხიზნები”), ტრუფალდინო (კ. გოცია “ლურჯი ურჩხული”), კაც აძბა (ლ. ქიაჩელის “ჰაკი აძბა”) და სხვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა