თეგებით ძიება

108 სკოლა და 687 კლასი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდპანდემიის გამო, 108 სკოლა და 687 კლასი სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

უწყების განმარტებით, Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით სკოლებში მონიტორინგი გამკაცრდა.

"ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სტატისტიკური მონაცემები იზრდება. განათლების სამინისტრო აგრძელებს წერტილოვნად პროცესების მართვას. მიმდინარეობს მონიტორინგი სკოლებში, გადაცდომების შემთხვევაში სკოლებს ეძლევათ გაფრთხილებები და რეკომენდაციები,"- აცხადებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე.

ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0,9%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0,6%-ს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა