ვაშლის დესერტი ჯანსაღი გულსართით
ინგრედიენტები:
ფორთოხლის ცედრა - 1/2 ჩ.კ
მაწონი - 100 გ
თაფლი - 30 გ
ქიშმიში - 60 გ
ნიგოზი - 60 გ
ვაშლი - 2
ლიმონის წვენი - 1 ჩ.კ
მომზადების წესები:
ვაშლი გარეცხეთ, გაამშრალეთ და მოაჭერით თავი. ამოუღეთ გული, ისე რომ 6-7 მმ ან 1 სმ კედლები დარჩეს. ამოავსეთ ვაშლი ქიშმიშით და დაჭრილი ნიგვზით. შედგით ღუმელში 20-25 წუთით, 180 გრადუსზე. სანამ ვაშლი მზადდება, თაფლი, მაწონი, ფორთოხლის ცედრა და ლიმონის წვენი აურიეთ და დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე.
gemrielia.ge