სუს-ის მაღალჩინოსანი გაქურდეს - მოპარულია მეხსიერების ბარათები, სადაც ე.წ. საიდუმლო ფაილები ინახებოდა
სუს-ის მაღალჩინოსანი, ჯონი მინაძე გაქურდეს. "ტვ პირველის" ინფორმაციით, მოპარულია მეხსიერების ბარათები, სადაც ე.წ. საიდუმლო ფაილები ინახებოდა.
ელექტრონული მოწყობილობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსხაურის მაღალჩინოსანს სახლიდან მოპარეს. ასევე წაღებულია ტაბელური იარაღი, ოქროულობა, ფული. შემთხვევა მარნეულში მოხდა.
მინაძის მეზობლები ადასტურებენ, რომ შემთხვევა დღისით მოხდა და პოლიციამ დამნაშავის დაკავება ვერ შეძლო.