თეგებით ძიება

"სრულიად მიუღებელია ოკუპანტ ქვეყანაში ცეკვა და მღერა, ქვეყანაში, რომელმაც მოკლა და დღესაც კლავს საქართველოს მოქალაქეებს" - მებო ნუცუბიძის პასუხი რუსულ არხს

მომღერალი, მებო ნუცუბიძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთი რუსული არხიდან შოუში მონაწილეობის შემოთავაზებაზე წერს და აცხადებს, რომ ოკუპანტ ქვეყანაში არ წავა.

"სრულიად მიუღებელია ოკუპანტ ქვეყანაში ცეკვა და მღერა, ქვეყანაში, რომელმაც მოკლა და დღესაც კლავს საქართველოს მოქალაქეებს" , - ვკითხულობთ მომღერლის მიერ რუსული არხისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში.

"ამ საშინელი რუსული შოუდან უკვე მესამედ მწერენ. შარშან და შარშანწინ უბრალოდ დავსინე. წელს კიდევ მომწერეს და უკვე ამოვიდა ყელში.
ჩემთვის, თითქოს ელემენტარულია, რომ წინასწარვე უნდა ხვდებოდეს ადამიანი ჩემს უარყოფით პასუხს, ვერც უნდა ბედავდეს მოწერას.
რა მინდა იმ ქვეყანაში, რომელმაც ჩემი ნათესავები სახლებიდან გამოყარა და რომლის აგრესიის გამოც უშუალოდ ჩემი ოჯახის წევრები დაიღუპნენ პოსტ-ტრავმული შედეგებით? ან იმ ხალხთან რა მესაქმება, ამ ყველაფერზე რომ თვალს ხუჭავს და რაღაც აბსურდებს გაიძახის?
ოდესმე ყველამ ხომ უნდა დავუფიქსიროთ, რომ არ ვართ მათი კარის მსახურები, მომღერლები თუ მოცეკვავეები?
თუმცა, სამწუხაროდ, ამ სითავხედის საფუძველს ჩვენც ვაძლევთ, ხაჭაპურებით და ნანაინანაინანებით", - წერს მებო ნუცუბიძე ფეისბუქზე და ე.წ. სქრინებს აქვეყნებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა