თეგებით ძიება

"კოვიდპანდემია "ლამაზად" მოწყობილი ავანტიურაა...კიდევ ვხედავ 3 სახის ინფექციას" - ლელა კაკულია

წინასწარმეტყველი, ლელა კკალულია კოვიდპანდემიასა და სხვა ინფექციურ დაავადებებზე თავის წინასწარმეტყველებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

"ვხედავ ძალიან საინტერესოს: დღევანდელი პანდემია — ეს, ასე ვთქვათ, „ლამაზად“ მოწყობილი ავანტიურაა. საქმე ისაა, რომ თუ ადრე ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 70 წელი იყო, ბოლო პერიოდში ეს მაჩვენებელი ას წელს გადასცდა. ამან დიდი ფინანსური პრობლემები შეუქმნა ქვეყნების ხელისუფლებებს, ანუ მათ გაეზარდათ ხარჯები, რომლებიც ხანდაზმული ადამიანებისთვის გამოიყოფა. პენსიაზე გასულების შენახვა ხომ სახელმწიფოს ვალდებულებაა? ეს პენსიონრები კი დიდხანს ცოცხლობენ და მთავრობებს დიდი ხარჯის გაღება უწევთ მათ უზრუნველსაყოფად. ჰოდა, ეს ხელოვნურად შექმნილი კორონავირუსი სწორედ ხანდაზმულების წინააღმდეგ, მათი რაოდენობის შემცირებისკენ იყო მიმართული. გაიხსენეთ იტალიის მაგალითი, რომელიც ერთ–ერთი პირველი იყო დღეგრძელთა რაოდენობით — ლამის ამერიკაზე მეტი ხანდაზმული ჰყავდა.

უნდა აღვნიშნო, რომ კიდევ ვხედავ სამი სახის ინფექციას, რომლებიც ასევე ასაკოვან ადამიანებზე იქნება გათვლილი. დიახ, ეს ასეა და ამაზე მომავალში ისტორია ილაპარაკებს", - წეიანწარმეტყველებს კაკულია.




თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა