თეგებით ძიება

"ფრთხილად! იარაღის ჟღარუნი მესმის... ბევრს დაატოვებინებენ პოლიტიკურ არენას" - ლელა კაკულია

წინასწარმეტყველი ლელა კაკულია, საქართველოსთან დაკავშირებით თავის წინასწარმეტყველებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

"რაც შეეხება ჩემს სამშობლოს, ჩემს უსაყვარლეს საქართველოს, აქ ახალ სახეებს, ახალგაზრდებს, ნამდვილ პოლიტიკოსებს ვხედავ.

ბევრს მოუწევს პოლიტიკიდან წასვლა. თუ თავისით არ დატოვებენ პოლიტიკურ არენას, დაატოვებინებენ.
უფლის, კოსმიური საცერი იცრება და ვხედავ, საპატრიარქოც გაიცრება. იქნება ისე, როგორც კოსმოსს სურს და არა ისე, როგორც ადამიანებს სურთ! ბევრი რამ შეიცვლება.

ჩემი საქართველო იყო, არის და იქნება. ქართველების დამარცხება და გადაშენება გამორიცხულია!

ვხედავ, ბევრი რამე გამოსწორდება საქართველოსთან მიმართებაში. პოლიტიკოსების თამაშს ასრულებები არ აწერია. გაფრთხილებთ: ასრულებები გიწერიათ მხოლოდ იმ ნაწილში, რაც ხალხისთვის, ჩემი ქართველებისთვის არის კარგი და უკეთესი. და აქ კოსმოსია ჩართული, ამინ!

მე მიყვარს ჩემი ქართველები, ჩემი ხალხი, ჩემი საქართველო. ნუ გეშინიათ, ქართველებო! იცოდეთ, ყველა ბრძოლა მოგებული გვაქვს!

ვხედავ ძალიან საინტერესო მომენტს: ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ძალიან უარყოფითად იმოქმედებს, პოლიტიკოსები თავიანთი ქმედებებით ხელს უწყობენ ახალი ჯაბა იოსელიანის, ახალი კიტოვანის დაბადებას. ეს ძალიან საშიშია. იარაღის ჟღარუნი მესმის. ფრთხილად! ფრთხილად! ფრთხილად! რას ვხედავ კიდევ, ახლა არ ვიტყვი.

მაგრამ საბოლოოდ ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. რამდენიც უნდა იჭიდავონ რუსეთმა თუ სხვა წამყვანმა ქვეყანამ ჩემი სამშობლოს წინააღმდეგ, ვერასდროს ვერაფერს ვერ მიაღწევს. ვხედავ, საქართველო, ქართველი ხალხი თავის სიმაღლეზე დგას და გამარჯვების დროშას აფრიალებს. იქნება დიდი ცვლილებები, რომლებიც ძალიან მახარებს, ამინ! ", - წინასწარმეტყველებს კაკულია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა