თეგებით ძიება

სააკაშვილს სიარული უჭირს და სუსტადაა - ექსპრეზიდენტის პირადი ექიმი

საპყრობილეში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს სიარული უჭირს და სუსტადაა, - ამის შესახებ საკანში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა.

როგორც მან ჟრნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი მორალურად მხნედ გრძნობს თავს, მაგრამ წინა შეხვედრასთან შედარებით, ექსპრეზიდენტი უფრო სუსტადაა.

"სიარული უჭირს, სისუსტე , უფერულობა აქვს. ჰოსპიტალიზაცია ამ წუთში არ არის საჭირო, ვნახოთ. მორალურად მხნედ გრძნობს თავს", - განაცხადა ყიფშიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა