თეგებით ძიება

სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით - კელი დედგნანი

ყურადღებით ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა.

როგორც დიპლომატმა ჟურნალისტებს განუცხადა, აუცილებელია მომდევნო რამდენიმე კვირა იყოს ძალიან მშვიდი და ამომრჩევლებს იმის საშუალება უნდა მიეცეთ, რომ კანდიდატებს მოუსმინონ და გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი.

"სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობაზე მე ვერ ვისაუბრებ. ძალიან ბევრი ქართველი ვიცი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სიტუაციაზეა ფოკუსირებული, შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ აშშ ვაშინგტონში და ჩვენი საელჩოც მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების მეორე ტურზეც ვიყოთ ფოკუსირებული და პარტიების მხრიდან არჩევნებზე, ამომრჩეველთან ურთიერთობებზე, პროგრამების, იდეებისა და პლატფომების გაცნობაზე მოხდეს ყურადღების გადატანა. აუცილებელია მომდევნო რამდენიმე კვირა იყოს ძალიან მშვიდი.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ყურადღებით ვაკვირდებით. არ ვარ დარწმუნებული, რომ ოდესმე გავბედავ იმის თქმას, თუ რას ნიშნავს ნორმალური პოლიტიკა საქართველოში. ჩემი მხრიდან მართებული არ იქნება იმის თქვა, რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, თუმცა ვიტყვი, რომ ამომრჩევლებს იმის საშუალება უნდა მიეცეთ, რომ კანდიდატებს მოუსმინონ და გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი",- განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა