თეგებით ძიება

ვაშლის შტრუდელი - დესერტი მათთვის, ვინც დიეტას იცავს

ვაშლის შტრუდელი - უგემრიელესი დესერტი ავსტრიული სამზარეულოდან, რომელიც იდეალურია მათთვის, ვინც დიეტას იცავს, რადგან მის შემადგენლობაში არ არის მცენარეული და ცხოველური ცხიმი.

ინგრედიენტები:

ფენოვანი ცომი - 2 ფირფიტა
მომჟავო ვაშლი - 2-3 ცალი
დარიჩინი - 1/2 ჩ/კ
შაქარი - 2 ს/კ
ფქვილი - 2 ს/კ
დაჭრილი ნიგოზი - ნახევარი ჭიქა
ყავისფერი შაქარი - 3 ს/კ
საფანელი - 2 ს/კ
კვერცხი - 1 ცალი + 1 ჩ/კ წყალი
შაქარი - 2 ს/კ

მომზადების წესები:

გაფცქვნილი ვაშლი დაჭერით, მოათავსეთ ჯამში დაუმატეთ დარიჩინი, ყავისფერი შაქარი, ჩვეულებრივი შაქარი და ფქვილი დატოვეთ 20 წუთის განმავლობაში, რათა ვაშლს წვენი გაუვიდეს.
ცალკე ჯამში აურიეთ ნიგოზი, შაქარი და საფანელი.

ცომის ერთი ფენა გააბრტყელეთ, ზემოდან გაანაწილეთ ნიგვზის ნარევის ნახევარი, ხოლო შემდეგ ვაშლის გულსართის ნახევარი, ბოლოს კი გადაახვიეთ რულეტის მსგავსად. იგივე გაიმეორეთ მეორე ცომზე, რომელსაც გააკეთებთ დარჩენილი ვაშლის და ნიგვზის გულსართით.

რულეტი მოათავსეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელზე, რომელზეც დაფენილი იქნება საცხობი ქაღალდი. დესერტს წაუსვით წყალთან ერთად ათქვეფილი კვერცხი და ზემოდან დასერეთ (ისიევე როგორც ფოტოზეა მითითებული).

აცხვეთ 190 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში 40-45 წუთის განმავლობაში.
gemrielia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა