თეგებით ძიება

"როგორ გახდე გეი?- (სარკასტული რეცეპტი)"

"როგორ გახდე გეი (სარკასტული რეცეპტი)" - ამ სათაურით პოსტს სოციალურ ქსელში ჟრნალისტი, ნინო თარხნიშვილი წერს:


"თარხნიშვილისა და ხორავას კუთხეში იღებ ერთ ჭიქა ლატეს, უშაქროს, ცოტა კარამელი შეიძლება, ნეკერჩხლის სიროფიც.
წრუპავ მცირე ყლუპებით, ნეკა თითი ზევით.

მარცხენა ხელში, მაჯაჩატეხილში, როგორც უკან გადაგდებული თავი, სიგარეტი - უმჯობესია slim-ი.
თან ცოტა თრთი, დილაა, გცივა.

ყიდულობ ჟოლოსფერ, ვიწრო შარვალს, თეძოებზე კარგად მომდგარს, მიგაქვს სახლში, არ კიდებ კარადაში, გადაფენ იქვე სკამზე, რომ დილით ჩაიცვა, სალათისფერ მაისურთან ერთად.

საღამოობით, იწყებ გეი მუსიკოსების რეპერტუარის გადამეორებას.
მაგალითად, მმმ, ელტონ ჯონი, ჯორჯ მაიკლი. ფრედი მერკურიც შეიძლება. ეს ცოტა მასკულინურია, მაგრამ მაინც - დააკვირდი როგორ უხდება ტრაკზე მომდგარი ვიწრო შარვლები - ფეხებს რო განზე დგამს და ხელს ზევით სწევს.

მაგრამ მე მაინც უფრო ელტონ ჯონის A word in spanish-ს გირჩევდი, 80-იანების ძააან სიგიჟეა და ბიჭები ცეკვავენ კლიპში, აუ, აუ, აუ.
წყვეტ მამრობითი სქესის მეგობრებთან ურთიერთობას და უმეგობრდები ქალებს, რომლებიც თვლიან, რომ გეებთან მეგობრობა ტრენდია.
მათთან ერთად დადიხარ კაფეებში, საყიდლებზე და შენი ლექსიკა შემოიფარგლება ისეთი სიტყვებით, როგორიცაა: “გოგოო, აუ, ძააან, კაი რააა, ნუ გამაფსიხეე, არ არსებოობს” და ა.შ. ანუ, ძირითადად გაოცებული ხარ.

როდესაც საბოლოოდ შედიხარ გეის როლში, ანუ თავი თითქმის უკვე გეი გგონია,
უკაკუნებ კარის მეზობელს, რომელიც საღამოობით შემჩნეულია როხროხში და თვეში ერთხელ, პროფილაქტიკის მიზნით, ცოლის ბარტყუნში.

მოკლედ, უკაკუნებ და ეუბნები:
ნუგზარ, მე გეი ვარ!
ნუგზარს თვალები ეკარკლება, ყელის ძარღვები ებერება, ყვრიმალები უმეწამულდება (ეს ძაან სექსუალურია),
გკიდებს ხელს ქეჩოში და შუბლს გარტყმევინებს სადარბაზოს იმ მწვანე კედელზე, რომელიც ბოლოს 70-იანი წლების მიწურულს შეღებეს.
შუბლთან ერთად გემტვრევა წინა კბილები და სადარბაზოს ასევე ჩამომტვრეულ კიბეებზე მათ გადმოფურთხებას ცდილობ.
მაგრამ ნუგზარი არ გაცლის და რამდენიმე კბილს ყლაპავ.
მერე ნუგზარი გაგდებს ძირს და წიხლებს გიშენს ფერდებში.
კიდევ კარგი, რომ სახლის “ზმანზეა”, ჩუსტები აცვია, თორემ ტრავმა გაცილებით მძიმე იქნებოდა.
შენ ცდილობ თავის დაძვრენას, მიხოხავ სახლისკენ, მაგრამ ნუგზარი ისეა გაცოფებული, შენი მეტრაკედედამოვტყან, მოგკლავ, შე, ყლეო, მეორედ რომ სადმე გადამაწყდეო, რომ მისგან თავის დაღწევა არ გამოგდის.
ამ ხავილზე გამოდიან სხვა მეზობლები, ლეილა,
ლონდა,
ნათია,
ნანი,
ელისო,
ვაჟა,
გიორგი,
გივი (მუხრან მაჭავარიანის “ვითარცა მტკვარიდან”)
და ახლა ისინი იწყებენ სიარულს შენზე, ზოგი ჩუსტებით, ზოგი, ქუსლებით, ზოგი ჩექმებით და ზოგი კედებით.
და შენ ხავი:
“იარონ, იარონ, იარონ, ამინ!!!”

და მორჩა:
შენ უკვე სრულფასოვანი გეი ხარ!", - წერს თარხნიშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა