თეგებით ძიება

კახა კალაძე - მეორე ტურში ტრაგიკული არაფერია... ხვალიდან ვიწყებ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას

მეორე ტურში ტრაგიკული არაფერია, კარგი იქნებოდა, პირველ ტურში დამთავრებულიყო არჩევნები, მაგრამ ამან მოგვცა შესაძლებლობა, რომ მეტი მოტივაციით მივაღწიოთ გამარჯვებას, – ამის შესახებ დედაქალაქის მოქმედმა მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ხვალიდან დაიწყებს აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას.

„მეორე ტურში ტრაგიკული ნამდვილად არაფრი არ არის. რამდენიმე დღის წინ განვაცხადე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ის, რაც ახლოს არის და ჯდება დემოკრატიული ქვეყნების არსებობაში, იგივე თუნდაც მეორე ტური, მისაღებია. კარგი იქნებოდა, რომ პირველ ტურში დამთავრებულიყო არჩევნები, მაგრამ ამან მოგვცა კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი შემართებით, მეტი მოტივაციით მივაღწიოთ გამარჯვებას. ჩვენ ხვალიდან აქტიურ საარჩევნო კამპანიას ვიწყებთ მეორე ტურისთვის“,- განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საზოგადოებას არა პოლიტიკოსების პარტიული ინტერესები, არამედ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სამომავლო პროექტები და პრობლემების გადაჭრის გზები აინტერესებს.

„გულწრფელად ვამბობ, ჩემთვის საინტერესო არ არის, რას გეგმავს ოპონენტი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რას ვაპირებ მე, როგორ ვხედავ ქალაქს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში – რა პროექტები უნდა განხორციელდეს, რომელი უბნები, რომელი ქუჩები, რომელი პარკები უნდა რეაბილიტირდეს. ეს აინტერესებს საზოგადოებას, ამაზე ვესაუბრებოდი მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში და ახლაც ვაპირებ, გავაგრძელო ეს, იმიტომ რომ უფრო მეტად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას, რათა იცოდნენ, რა გვინდა, როგორია ჩვენი ხედვა, როგორი გვინდა, იყოს ჩვენი ქალაქი, რა უნდა გაკეთდეს ოთხი წლის განმავლობაში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, 20 ქალაქში, მათ შორის მეორე ტურები გიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა