თეგებით ძიება

„გრიპის და კორონავირუსის ერთმანეთზე თანდართვა იქნება ძალიან დიდი დარტყმა“ - ეპიდემიოლოგები

ეპიდემიოლოგებმა ოთარ ჩოკოშვილმა და ალექსანდრე გოგინავამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე და გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ისაუბრეს.

„ამ ეტაპზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოსახლეობა უფრო აქტიურად ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში და ჩვენ მივიტანოთ მათთან ის მთავარი მესიჯი, რომ ვაქცინა წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ და მნიშვნელოვან ბრძოლის საშუალებას.

ვთხოვ მოსახლეობას, ჩაერთონ ამ პროცესში, იმიტომ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ არის შემოდგომა, როდესაც აქტიურდება სხვა რესპირატორული ინფექციები, მათ შორის, გრიპი და ამ ორი საკმაოდ მძიმე რესპირატორული ინფექციის ერთმანეთზე თანდართვა იქნება ძალიან დიდი დარტყმა“, - აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.

ვაქცინაციის ტემპის მნიშვნელობაზე და გაუარესებულ ეპიდსიტუაციაზე, ასევე, ისაუბრა ეპიდემიოლოგმა ოთარ ჩოკოშვილმა.

„სწორედ იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი ეფექტი მოგვცეს, კარგ შედეგს მივაღწიოთ, არ გვქონდეს მაღალი სიკვდილიანობა და აპარატზე შეერთებული მძიმე პაციენტები არ გვყავდეს, ძალიან მნიშვნელოვანია დროული ვაქცინაცია. ჯერ კიდევ არის დრო, სანამ ტალღა მაქსიმალურ პიკს მიაღწევს და შემთხვევები მოიმატებს ქვეყანაში, დამძიმდება ეპიდსიტუაცია კიდე უფრო, მაქსიმალურად ავიცრათ და როგორმე მივაღწიოთ იმ სამიზნე ჯგუფს რითაც ჩვენ შეგვიძლია ქვეყანაში დაავადების შედარებით უფრო მეტად გაკონტროლება“, - განაცხადა ეპიდემიოლოგმა ოთარ ჩოკოშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა