ორიგინალური საუზმე
ინგრედიენტები:
კვერცხი - 2 ცალი
არაჟანი - 200 გრ
ფქვილი - 160 გრ
სოდა - 5 გრ
შაქარი - 10 გრ
გულსართი:
მოხარშული კვერცხი - 5 ცალი
მწვანე ხახვი - 100 გრ
მაიონეზი - 30 გრ
მარილი და წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესები:
1. კვერცხს შეურიეთ მარილი, შაქარი, სოდა და არაჟანი. შემდეგ მიქსერით შეათქვიფეთ ფქვილი და მიღებული ცომისებური მასა ჩაასხით ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში.
2. გულსართი: მოხარშული კვერცხი დაჭერით პატარა კუბიკებად. შეაზავეთ მარილით, წიწაკით, მაიონეზით, შეურიეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და მოასხით თავზე ფორმაში ჩადებულ ცომს.
3. შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 35 წუთი.
gemrielia.ge