თეგებით ძიება
19. 10. 2021 მსოფლიო

გაკვეთილზე მოსწავლეს ტელეფონი აუფეთქდა და გარდაიცვალა

გაკვეთილზე მოსწავლეს ტელეფონი აუფეთქდა და გარდაიცვალა. ტრაგიკული შემთხვევა ვიეტნამში მოხდა.

კოვიდპანდემიის გამო ვიეტნამში დაწესებული შეზღუდვების პირობებში, სკოლებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მეხუთე კლასელი ბიჭი ონლაინ კათვეთილზე ტელეფონით ერთვებოდა, რომელიც პარალელურად იმუხტებოდა. სწორედ ამ დროს გაჯეტი აფეთქდა და მოსწავლეს ცეცხლი ტანსაცმელზე წაეკიდა.

მოზარდის დასახმარებლად მეზობლები მივიდნენ, რომლებმაც ის საავდმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სანამ სამედიცინო დაწესებულებამდე მიიყვანდნენ, ბიჭი გზაში გარდაიცვალა.

ოჯახმა პოლიციას სთხოვა, რომ უბედურ შემთხვევაზე გამოძიება არ დაიწყოს.

უცხოურ მედიაში მობილური ტელეფონის მოდელი და მწარმოებელი კომპანია არ სახელდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა