თეგებით ძიება
20. 10. 2021 მსოფლიო

შარლ მიშელი დაქორწინდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დაოჯახდა. "პოლიტიკოს" ინფორმაციით, შარლ და ამელი მიშელების ურთიერთობის ოფიციალური სტატუსი მას შემდეგ დადასტურდა, რაც ამელი დერბაუდერენგენ-მიშელმა ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ლიდერების მეუღლეებს "პარტნიორების ღონისძიების" - ხელოვნების ნიმუშების გამოფენის მოსაწვევები გაუგზავნა.

წყვილი ერთად 12 წელია ცხოვრობს, მათ 2 შვილი - ჟანი და ლუსი ჰყავთ. მიშელი და ამელი დაქორწინებას გასულ წელს გეგმავდნენ, მათ წვეულების გამართვა სურდათ საფრანგეთში, თუმცა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო, იძულებული გახდნენ, გადაედოთ.

მიშელს, რომელსაც მანამდე ბელგიის პრემიერმინისტრის პოსტიც ეკავა, წინა ურთიერთობიდან ვაჟიშვილი ჰყავს.

ამელი დერბაუდერენგენ-მიშელი ამჟამად ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა