ტორტი „ბაუნტი“ - ცხობის გარეშე
ინგრედიენტები:
ვანილის ორცხობილა - 150 გრ
შავი შოკოლადი - 100 გრ
რძე - 100 მლ
ინგრედიენტები კრემისთვის
რძე - 500 მლ
შაქარი - 100 გრ
მანის ბურღული - 100 გრ
ქოქოსის ფანტელები - 150 გრ
ინგრედიენტები მინანქრისთვის
ნაღები 33% - 100 მლ
შავი შოკოლადი 55% - 150 გრ
მომზადების წესები:
აურიეთ ერთმანეთში ვანილის ორცხობილა და შავი შოკოლადი, დაუმატეთ რძე. კარგად მოურიეთ და გადაიტანეთ 24 სმ დიამეტრის საცხობ ფორმაში (წინასწარ ჩააფინეთ პერგამენტი).
კრემი: ჩაასხით ქვაბში რძე, დაუმატეთ შაქარი, მანის ბურღული და მოურიეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას, შემდეგ კი დაუმატეთ ქოქოსის ფანტელები.
გამზადებული კრემი თანაბრად გადაანაწილეთ ცომზე და შედგით მაცივარში 30 წუთის განმავლობაში.
მინანქარი: ჩაასხით ცეცხლგამძლე ჯამში ნაღები და შავი შოკოლადი. შედგით ღუმელში 2 წუთით, შემდეგ კარგად მოურიეთ და მოასხით კრემს ისე, რომ მთლიანად დაიფაროს ბოლო ფენა.
დააყოვნეთ მაცივარში 2 საათის განმავლობაში და ტორტიც მზადაა, გემრიელად მიირთვით!
gemrielia.ge