თეგებით ძიება

„ნაოპერაციები ადამიანი წიხლქვეშ გაიფინა ცოლ-შვილმა..." - ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუას ოჯახზე

რამდენიმე დღის წინ მოდელმა ალექსანდრა პაიჭაძემ არაერთხელ დასმულ კითხვას უპასუხა და საყვარელი მამაკაცის ვინაობა გაამხილა. როგორც აღმოჩნდა, მისი რჩეული ბიზნესმენი დავით კოდუაა. წყვილი სულ მალე შვილს ელოდება.

„ორი წელია, ერთად ვართ და აპრილში ყოფილი მეუღლის მიერ მოწყობილი შანტაჟის სცენარის მსხვერპლია. ნაოპერაციები ადამიანი წიხლქვეშ გაიფინა ცოლ-შვილმა და მერე პატრულს მიუგდო. მაქვს სქრინებიც, დაზიანებების სურათებიც და ვოისებიც. ვერ ვიყენებ ამ კარგი კაცის თხოვნით. მოკლედ, იცოდეთ, ვის გამო ვილანძღები. ამაზე დეტალურად აუცილებლად ვისაუბრებ, როცა ჩემი გამარჯვების და ბედნიერების სიმბოლო გაჩნდება. ან რამე მძაფრსიუჟეტიან რომანს დავწერ.

ჩემი სიკეთის და სიყვარულის ადამიანი არ იმსახურებს ამ ყველაფერს, თანაც ვისგან? ამორალური ქალებისგან! აუცილებლად დაგიცავ და დავამტკიცებ, როგორ გვიყვარს ერთმანეთი, რომ 20 წელი სხვაობა არაფერია და რომ 50 წლისამ შეიძლება, შეიცნო ნამდვილი სიცოცხლე სწორი ადამიანის დახმარებით, რომ კეთილი გული მთავარია, მართლა არდასამალი ისტორია გვაქვს, მეტი სტიმული მომეცა... ათასმაგად გაგაბედნიერებ და ვასწავლი ბებერ ქალებს, როგორ უნდა ექნათ თავის დროზე!“, - წერს პაიჭაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა