თეგებით ძიება

"5 კლასელი მომიკლეს... სკოლა რომ დავამთავრე ბანკეტი არ გვქონდა, შავები გვეცვა გოგოებს" - ნინო ჟვანია

ჟურნალისტი ნინო ჟვანია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"მარშუტკაში მოხუცი ქალი მეჯდა გვერდზე. გამომელაპარაკა - ზვიადის კლასელი ვარო. დოჩანაშვილიც ჩვენი კლასელი იყოო. კიდევ ჩამოთვალა რაღაც გვარები. პირველად რომ დააპატიმრეს ზვიადი, 7 კლასელი იყო მაგასთან ერთად დაჭერილი. აი როგორი კლასი მყავდაო.
ჰმ, მე ვერ მოვუყვებოდი თუ რა?
იცით, ერთხელ ტელევიზორს ვუყურებ და პარლამენტში რაღაც სხდომაა. ედუარდს მოახსენეს "კულინარიის" საძმოს წევრები დავაკავეთო. მაშინ კ.ჯ. და ასე ინიციალებით არ აცხადებდნენ. რომ დაიწყეს სახელი და გვარების წაკითხვა მეგონა ჩემი კლასის ჟურნალი ედო წინ პროკურორს და სიას მიუყვებოდა. 5 კლასელი მომიკლეს, სამს ძმები. პირველი რომ მოკლეს მე-9 კლასში ვიყავი. სკოლა რომ დავამთავრე ბანკეტი არ გვქონდა, შავები გვეცვა გოგოებს. მაგ წლის აპრილში 3 ერთ დღეს დავასაფლავეთ. აი მე როგორი კლასი მყავდა მეთქი.
ნეტა ჩემი შვილი რომ გაიზრდება ის რას მოყვება თავის კლასელებზე?
******
ეს პანდემიამდე პერიოდის პოსტია, დღეს ამომიგდო. ჰოდა კიდევ ერთხელ მოვიკითხავ სადაც არიან ეძიკას, იგორას, ყველა კგბ-ს შნირს და მოღალატეს ჩემი თაობის მოზარდების საზარბაზნე ხორცად გამოყენებისთვის, ფსიქიკის დამახინჯებისთვის, მახინჯი მენტალობის ჩამოყალიბებისთვის. და კიტოვანიც მიეწიოთ მალე უკან. ერთ ჰაერს რომ ვსუნთქავ მაგასთან ამ ქალაქში უკვე ესეც ტოქსიკურია", - წერს ნინო ჟვანია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა