თეგებით ძიება

“მკვლელია ყველა, ვინც არ შეისმინა ექიმების გაფრთხილება” – ქეთი ლობჟანიძე

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი ქეთი ლობჟანიძე კორონავირუსის გართულებების შედეგად გარდაცვლილი ქალის, თამრიკო ღოლნტის ერთ-ერთ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ის ხვალინდელი სტატისტიკის ნაწილი გახდება.

“ეს მშვენიერი და უკეთილშობილესი ქალი ხვალინდელი სტატისტიკის ნაწილი გახდება!

იმ სექტას მივმართავ, ჩემგან დამუნათება რომ იუკადრისა, ბოდიში, მცირედით შემოვიფარგლე, გინება არ შემიძლია! რაც არ უნდა ილანძღოთ, ჩემს სათქმელს მაინც ვიტყვი!დიახ, მკვლელია ყველა, ვინც არ შეისმინა ჩვენი, ექიმების გაფრთხილება, რომ ეს არაა ჩვეულებრივი “გრიპი” და წინ დიდი განსაცდელი გველოდა! ვინც ხელი შეუწყო ვირუსის გავრცელებას და მრავალთა შორის ჩემი მამა შეიწირა, მისი სიცოცხლე თქვენი ყველას ერთად აღებულზე ძვირფასი იყო! მთელი ცხოვრება სიკეთეს აკეთებდა, მტერი არ ყოლია და ისე წავიდა, ვერც კი დავემშვიდობე! ვერა და ვერ ვეგუები ამას და ჩემს პირად მტრად მიმაჩნიხართ ყველა უგულო ზომბი, ვინც ვირუსს უხანგრძლივებთ არსებობას და ასეთ მზე-ადამიანებს კლავთ ახლაც, როცა გამოსავალი ნაპოვნია მეცნიერების წყალობით! წყვდიადში რჩებით და სინათლეს არ უშვებთ თავებში ამ პროგრესის ეპოქაში! ბევრი ვწერეთ თქვენი ეჭვების გასაფანტად, მაგრამ არაა თქვენი საშვლი იძულების გარდა! არც ღმერთის გწამთ და არც ადამიანები გებრალებათ!”, – წერს ქეთი ლობჟანიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა